კავკასუს ონლაინის გადაწყვეტილებით ამოქმედდა .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესები, რომელთა თანახმადაც კავკასუს ონლაინი ადმინისტრირებას გაუწევს .GE დომენურ ზონას, ხოლო რეგისტრატორის ფუნქციას შეასრულებენ აკრედიტებული რეგისტრატორები.
საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა” არის კავკასუს ონლაინის მიერ აკრედიტებული რეგისტრატორი.განახლებული წესების მიხედვით:
- ახალი .GE დომენების რეგისტრაცია უნდა მოხდეს აკრედიტებული რეგისტრატორის საშუალებით
- არსებული .GE დომენების რეგისტრაციის გაგრძელება უნდა მოხდეს მათი აკრედიტებულ რეგისტრატორთან გადატანით
არსებული .GE დომენის გადმოტანა საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”-სთან უფასოა.